ხუთშაბათს, სლოვენიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ეპიდემია დასრულდა, რითაც ის პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც ეპიდემიის დასრულება დაადასტურა. იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
სლოვენიის ხელისუფლების გადაწყვეტილება ეყრდნობა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, რომლის მიხედვითაც, ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 7-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"დღეს სლოვენიას აქვს საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სურათი ევროპაში", - განაცხადა სლოვენიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამიერიდან, სლოვენიაში ჩასულ ევროკავშირის მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სავალდებულო, მინიმუმ 7-დღიანი კარანტინის გავლა. თუმცა სავალდებულო კარანტინი ძალაში დარჩება ევროკავშირის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
მიუხედავად, პანდემიის დასრულებისა, სლოვენიაში კვლავ ძალაში რჩება სხვადასხვა წესის დაცვა - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და სხვა.
2-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, რომელიც იტალიას, ავსტრიას, უნგრეთსა და ხორვატიას ესაზღვრება, დღემდე კორონავირუსის 1 464 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 103 პაციენტი.