ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 408 618-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 300 315 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 576 871 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 667-ს აღწევს. გამოჯანრთელდა 383 პაციენტი. გარდაიცვალა 12 პაციენტი.