იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აკრიტიკებს ევროკავშირის ტურიზმის აღდგენის გეგმას, რომლის მიხედვით, ბლოკში მყოფ ქვეყნებს შორის, შესაძლოა, სპეციალური ე.წ. მწვანე დერეფნები შეიქმნას. ჯუზეპე კონტე ამბობს, რომ აღნშნული გეგმის განცორციელების შემთხვევაში, იტალია ევროკავშირს დატოვებს. იტყობინება CNN-ი.
ე.წ. "მწვანე დერეფნის" ინიციატივა, საზღვრების სრულად გახსნამდე, კოვიდ-19-ით ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ტურზმის აღდგენას გულისხმობს.
"ჩვენთვის მიუღებელია ორმხრივი შეთანხმებები ევროკავშირის შიგნით, რაც შექმნის ტურიზმის პრივილეგირებულ დერეფნებს. ამას ვერ შევეგუებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს დავტოვებთ", - თქვა კონტემ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კონტეს ეს კომენტარი ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ცხარე დებატებს უკავშირდება, დაუშვან თუ არა ე.წ. "მწვანე დერეფნები" ქვეყნებს შორის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.
კონტეს თქმით, ის ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და უთხრა, რომ ეს "დერეფნები" ნიშნავს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის "განადგურებას".
კორონავირუსის პანდემიის გამო იტალიის ტურიზმს უზარმაზარი დანაკარგი ემუქრება, რაც წლის ბოლომდე დაახლოებით 120 მლრდ ევრო იქნება.