ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დიექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევები ბოლნისის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტში გამოვლინდა.
სულ ბოლნისში კორონავირუსის 137 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 პაციენტი. გარდაცვლილია 12 ადამიანი.