ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ეხმარებიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართველ ხალხს, რომელიც ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში და მათი მეოთხედ გადაგდება ერთ საკითხზე შეიძლება დაგვიჯდეს ძალიან ძვირი და ვერ მივიღოთ მრავალმილიონიანი დახმარება, - აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრი კახა კოჟორიძე და აღნიშნავს, რომ რაც უფრო გაჯიუტდება „ქართული ოცნება, მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას.
„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ძალიან მკაფიო განცხადებები, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და არიან პოლიტპატიმრები. რაც უფრო გაჯიუტდება „ქართული ოცნება“ ამ საკითხების გადაწყვეტაში, მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. ასეთი განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს საკითხი მიბმულია დახმარებაზე.
ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ეხმარებიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართველ ხალხს, რომელიც ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში და მათი მეოთხედ გადაგდება ერთ საკითხზე შეიძლება დაგვიჯდეს ძალიან ძვირი და ვერ მივიღოთ მრავალმილიონიანი დახმარება. ესაა სამწუხარო. მე შეიძლება მიხაროდეს, რომ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები რაღაც შეცდომებს უშვებენ, მაგრამ არ მიხარია და გული მტკივა რომ ესაა ხელისუფლება, რომელიც დგამს ისეთ ნაბიჯს, რომლებიც აზარალებს ყველა ჩვენს მოქალაქეს“, - თქვა კოჟორიძემ.