საქართველოში კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცავლა, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილია 81 წლის ქალი.
"დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციისა და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და როგორც ჩანს, ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.