საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 383-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 652 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 11.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.