კორონავირუსი შესაძლოა არასდროს გაქრეს და შეუერთდეს იმ ვირუსთა რიცხვს, რომელიც ყოველწლიურად კლავს ადამიანებს მსოფლიოს გარშემო. განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა.
"ეს ვირუსი შესაძლოა კიდევ ერთი ენდემური ვირუსი გახდეს და ის არასდროს გაქრეს. ისევე როგორც აივ-ინფექცია არსად გამქრალა. კორონავირუსს და აივ-ინფექციას ერთმანთს არ ვადარებ, მაგრამ მსურს, რომ რეალისტები ვიყოთ", - თქვა რაიანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის, ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება.