ქვეყნის მასშტაბით 33 505 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„გამოკვლეული იქნა 33 505 ჩვენი განსაზღვრებით შესაძლო შემთხვევა და იქიდან დადასტურდა 647. დღეს დილით ჩვენ გვქონდა რვა ახალი შემთხვევა, აქედან ოთხი გახლავთ გუშინწინდელი, 11 მაისის შემთხვევები, რომლებიც გახდნენ ლაბორატორიულად საეჭვო და ამიტომ მოხდა დადასტურება შემდგდომ. ამიტომ ისინი მიეკუთვნებიან 11 მაისს. რეალურად გუშინ გვქონდა ოთხი ახალი შემთხვევა და ისინი უკავშირდებიან საკარანტინო ზონებს ან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.