არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი.
"არ ველოდებით ამას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით“, - თქვა იმნაძემ და აღნიშნა, რომ მსოფლიო მეცნიერების პროგნოზებით, კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს.
"ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის ჯობს, მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.