საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.