საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 647 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 372 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 11.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.