საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 642-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 642 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 349 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 11
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 413.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.