კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, სავარაუდოდ პაციენტი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.
"კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია. საკარანტინო სივრციდან არის თუ არ ვცდები. მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი, გარდაიცვალა - 11.