საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 349-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 639 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 349 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 11.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.