ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 209 688 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 34 306, გარდაიცვალა 1 915 პაციენტი.
ერთ კვირაზე მეტია, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000-ს აჭარბებს.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით, რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.