საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 297-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 626 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 297 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 10.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.