"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მათთან შეხვედრისას გააცნეს ის შენიშნვნები, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესახებ აქვთ.
"ელჩები კარგად არიან ჩახედულები საქართველოს საარჩევნო კოდექსში. მათ შენიშვნები გამოთქვეს ამომრჩეველთა სიების შედგენაზე, ხმის მიცემისა და ხმების დათლის პროცედურებზე და სხვა საკითხებზე. ჩვენ გავაცანით სურვილი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად. ახლა უკვე ხელისფლების მოედანზეა ბურთი და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს, რომ 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი ქმედებები წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის შემდეგ ხელსუფლებას სირაქლემის პოზიციაში ყოფნის უფლება არ აქვს", - განაცხადა ძიძიგურმა.
"თბილისი მარიოტში" 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საარჩევნო კოდექსის შესახებ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი გააცნო.