შეერთებული შტატები საქართველოს 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"საქართველოში, საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას. დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის "სურსათი პროგრესისთვის" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში", - თქვა კელი დეგნანმა.