საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დაემატა. ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციაში შედის ქვეყნის მასშტაბით მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების კვლევა, მონიტორინგი და შესაბამისი აპარატურის ექსპლუატაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს დარგობრივი დეპარტამენტების გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ამ დრომდე ჰიდროგეოლოგიის მიმართულების კვლევებზე სპეციალური სამსახური არ არსებობდა და მხოლოდ ახლა განაახლა ფუნქციონირებდა.