საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, 13 - გარდაცვლილი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს.
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვის ფონზე, მოგეხსენებათ, ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილთა გადმოსვენების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა მათ დახმარებას. მხედველობაში მაქვს ოჯახის წევრების დახმარება შესაბამის პროცედურებთან მიმართებაში", - განაცხადა ზალკალიანმა.