საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის შედეგად 10 პაციენტია გარდაცვლილი.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –446 პირი.