საქართველოს მთავრობის ტურზმის სექტორის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (BBC) ეხმიანება.
მაუწყებელი წერს, რომ 11 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი თბილისი გაიხსნება და მაღაზიები მუშაობს განაახლებენ.
"15 აპრილს საქართველოს დიდი ქალაქები თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ჩაიკეტა. ამ ქალაქებში აკრძალული იყო მანქანების შემოსვლა ან გასვლა. ეს ღონისძიებები ბათუმსა და ქუთაისში გასულ კვირას გაუქმდა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდეა გამოცხადებული.
შეზღუდვების ფარგლებში დაწესებულია კომენდანტის საათი. დახურულია მაღაზიების უმეტესობა, რესტორნები და კაფეები. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება.
საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან ცხრა დაიღუპა.
ქვეყანა 1-ლი ივლისიდან აპირებს უცხოელი ტურისტების მიღებას. შიდა ტურიზმი განახლდება 15 ივნისიდან. ტურიზმი ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. 2019 წელს ხუთი მილიონი ტურისტი ეწვია საქართველოში.", - წერს BBC-ი.

ფოტო: EPA