"ქართული პარტია" ქართული პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ რვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დამთავრების შემდეგ განაცხადა.
"მივესალმები პოლიტიკური ინდივიდების, პოლიტიკურ სტრუქტურაში მოქცევას. " ქართული პარტია" ქართული პოლიტიკური კულტურის განვითარებასა და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. მნიშვნელოვანია, რომ ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ეროსი კიწმარიშვილი დღეიდან პარტიალ სტრუქტურაში იქნებიან მოქცეულები," - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
"თბილისი მარიოტში", ელჩებსა და პარტიებს შორის შეხვედრა 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ შემუშავებელ საარჩევნო კოდექსის ცვლელებების შესახებ შედგა. მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს ის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოში საარჩევნო კოდექსის შეცვლას მოითხოვენ. ეს პარტიებია: "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს გზა", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ხალხის პარტია".