საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 615 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 485.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.