ბოლო 24 საათში, იტალიაში, კორონავირუსისგან 8 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. იტყობინება იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ქვეყანაშ გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 93 245-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებული 369 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 29 684-ს მიაღწია.