მსოფლიოში კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, იტალიაში რვაკვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
დაშვებულია პარკებსა და სკვერებში სეირნობა. ნებადართულია ახლო ნათესავების და რეგულარული პარტნიორების მონახულება. ქალაქებში გაიხსნა სასაფლაოები.
გაიხსნა ეკლესიები, თუმცა ნებადართულია შენობაში არაუმეტეს 15 ადამიანის ყოფნა, რომელთაც უნდა დაიცვან უსაფრთხო მანძილი და ნიღბები გამოიყენონ.
შესაძლებელი იქნება არამხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა, არამედ საკვები ობიექტიდან შეკვეთის წაღება. დაშვებულია სპორტის ინდივიდუალური სწავლება. ჯგუფური ვარჯიშები ისევ აკრძალულია.
მაღაზიები დახურული რჩება, ისევე როგორც რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და სილამაზის სალონები.