გერმანია მაისის მეორე ნახევრიდან გეგმავს ბუნდესლიგის მატჩების, ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებთან ონლაინკონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
"მაისის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება თამაშების განალხება ჰიგიენის წესების დაცვით", - განუცხადა კანცლერმა ჟურნალისტებს.
ანგელა მერკელის თქმით, გერმანიამ პანდემიის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.
მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელთა ერთობლივი შეთანხმებით, გადაწყდა, რომ ქვეყანაში გაიხსნება მაღაზიები.
სოციალური დისტანცირების მოთხოვნა 5 ივნისამდე შენარჩუნდება.