რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ლიუბიმოვა თვითიზოლაციაში, თავის სახლში იმყოფება. ის მუშაობას განაგრძობს და ვიდეოშეხვედრებსა და კონფერენციებს მართავს.
არსებული ინფორმაციით, ლიუბიმოვას დაავადების მსუბუქი ფორმები აქვს.
გასულ კვირას, კორონავირუსი დაუდგინდა რუსეთის პრემიერ მინიტრ მიხაილ მიშუსტინსა და მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევსაც.