ბოლო 24 საათში, ესპანეთში კორონავირუსით 244 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში 200-ზე ნაკლები ლეტალური შედეგი ფიქსირდებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 25 857 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთი გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 685 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში დადასტურებულია ინფიცირების 220325 შემთხვევა (მსოფლიოში მეორე ადგილი აშშ-ის შემდეგ).
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს. ბოლო ერთ დღეში კლინიკებიდან 2 516 ადამიანი გაეწერა, საერთო ჯამში სულ გამოჯანმრთელებულია 126 002 პაციენტი.