პატარა ბავშვებისთვის პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის
პატარა ბავშვებისთვის პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.
მისი თქმით, მშობლებმა უნდა იზრუნონ სოციალური და ფიზიკური დისტანციის დაცვაზე.
ამის მიზეზად სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს. ასევე, ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პირბადის ტარება აუცილებელი გახდა. მის გარეშე აკრძალულია ტაქსით სარგებლობა, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა.