იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 236 ადამიანი დაიღუპა. მონაცემებს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური აქვეყნებს. იტალიაში ამ დროისათვის გარდაცვლილია 29 315 ადამიანი.
ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 2 352 პაციენტი. ამ მაჩვენებელმა 85 231-ს მიაღწია.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 1 075-ით გაიზარდა და 210 717-ს მიაღწია. დღიური კლების ეს მაჩვენებელი ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალია.
კლინიკებში ამ დროისათვის 16 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს. ეს მაჩვენებელი აპრილის დასაწყისიდან იკლებს. ინტენსიური თერაპიის პალატების პაციენტების რაოდენობა მარტის შუა რიცხვების მაჩვენებელს უტოლდება.