დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ევროპაში კი იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.
გასულ 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 693 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა დღეის მონაცემებით 29 427-ს შეადგენს. ამგვარად, დიდმა ბრიტანეთმა იტალიას გაუსწრო და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 195 ათასი შემთხვევა.