ისტორიაში პირველად, ნიუ იორკის მეტრო ღამის საათებში აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.
მისი განცხადებით, 6 მაისიდან ღამის 1 საათიდან, დილის 5 საათამდე დაკეტილი იქნება, რათა შესაბამის სამსახურებს, ყოველ ღამე ვაგონების დეზინფექციის საშუალება მიეცეს.
ენდრიუ კუომომ თავის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტროს ნორმალური მუშობა მაშინ განახლდება, როდესაც "პანდემია დასრულდება".
"თქვენ მითხარით, როდის დასრულდა გლობალური პანდემია და მე გეტყვით, როდის განახლდება 24-საათიანი მომსახურება", - განუცხადა მან ერთ რეპორტიორს.
ნიუ იორკის მეტროპოლიტენის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხალხმრავალია.