ხვალ დილისთვის გამოჯანმრთელებულთა ბევრად უკეთესი რიცხვი გვექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"პერიოდულად, გარკვეულ დღეებში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახლადინფიცირებულთა გამოვლენილ რაოდენობას. მე გამოჯანმრთელებული 240 გითხარით, რა თქმა უნდა, მაქვს უკვე წინასწარი ინფორმაცია, რომ ხვალ დილისთვის ბევრად უკეთესი რიცხვი გვექნება ამისი, რომელიც დილას განახლდება დაახლოებით 10-დან თერთმეტის ნახევრამდე. გთხოვთ, ამ ინფორმაციას ყოველდღიურად მიყვეთ", - თქვა გამყრელიძემ.