დღეის მდგომარეობით, ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს. აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
"რაც შეეხება მოლოდინს ე.წ. ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების საკითხზე ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ჯერ კიდევ გამოჩნდნენ დაავადებული პირები", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.