რუსეთში, კორონავირუსით დაავადებული 155 370 პაციენტია რეგისტრირებული. ნათქვამია Covid-19-ის საოპერაციო შტაბის მოხსენებაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 83 რეგიონში დადასტურდა დაავადების 10 102 შემთხვევა, გარდაიცვალა 95 ადამიანი.
წინა დღეს დაფიქსირდა ინფიცირების ახალი 10 581 შემთხვევა.
მთლიანობაში, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსისგან 19 865 ადამიანი განიკურნა, 1 451 გარდაიცვალა.