ტოკიოში რობოტები წარადგინეს, რომლებიც სასტუმროში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან. იუწყება Japan Times-ი.
ტოკიოს ხელისუფლება მიზნად ისახავს, რობოტების გამოყენებით შეამციროს ზეწოლა სასტუმროს თანამშრომლებზე, სადაც კორონავირუსის ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომების პაციენტები იმყოფებიან.
რობოტების დანიშნულება სასტუმროს დასუფთავება და პაციენტებისთვის საკვების მიწოდება იქნება.
კიდევ ერთი რობოტი, ჰუმანოიდი, შექმნილია პაციენტებთან ურთიერთობისთვის. მას ხმოვანი შეტყობინების გაჟღერებაც შეეძლება.
"მე ვლოცულობ თქვენი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის", - ამბობს რობოტი.
7 აპრილს მიტროპოლიტმა მთავრობამ დაიწყო ასიმპტომური პაციენტების ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების საავადმყოფოებიდან სასტუმროებში გადაყვანა, სამედიცინო დაწესებულებებში დატვირთვის შემცირების მიზნით.