ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 596 142-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 251 591 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 168 355 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
05 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-ს აღწევს. გამოჯანრთელდა 240 პაციენტი. გარდაიცვალა 9 პაციენტი.