61-ე დღეს პაციენტმა #5 კორონავირუსი დაამარცხა. ცნობილი გახდა, რომ ის „გეფას“ ხელმძღვანელია, რომელმაც კლინიკაში ზუსტად 61 დღე გაატარა.
იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ, „გეფას“ ხელმძღვანელი კლინიკაში 5 მარტს შეიყვანეს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, გარდაცვლილია - 9.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.