არ არსებობს აღდგომის ღამის კლასტერი, არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით არ აღინიშნება. ამის შესახებ შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობას და ეკლესიას კეთილგონიერი რეაქცია ჰქონდა მთავრობის რეკომენდაციებზე.
"არა, არ გვაქვს ფაქტი, იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ყველგან არის. არ არსებობს ფაქტი, ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას, მთავრობის რეკომენდაციებზე, თვითონ ეკლესიამაც ძალიან სწორი და კარგი პოზიცია დაიკავა და ფაქტიურად ეს საკმაოდ ისეთი პერიოდი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი ჩავიარეთ მშვიდობიანად. არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არ აღინიშნება, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.