საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 604 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.