გერმანია 525 მილიონ ევროს გამოყოფს, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლის ძირითადი მიზანი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა იქნება. ამის შესახებ კანცლერმა მერკელმა განაცხადა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ დონორთა ონლაინკონფერენციაზე.
გარდა ამისა, მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია პანდემიის ფონზე, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას გეგმავს, კერძოდ, აფრიკის ქვეყნებთან მიმართებაში.
აპრილის დასაწყისში მერკელმა განაცხადა, რომ კოროვირუსის პანდემია ყველაზე სერიოზული კრიზისია ევროკავშირის დაარსების დღიდან.
ამავე კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ გლობალური ფონდისთვის 500 მლნ ევროს გამოყოფს, რაც ვაქცინისა და პრეპარატების შექმნას მოხმარდება.
დონორების საერთაშორისო ონლაინკონფერენცია ევროკავშირის მეოხებით დაიგეგმა. კონფერენციის მიზანია, შეგროვდეს 7.5 მლრდ ევრო, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას უნდა მოხმარდეს.
კონფერენციის დაგეგმვისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულლა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ვაქცინია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.