რუსეთში, ვორონეჟიოს რეგიონის ერთ-ერთი რაიონის საავადმყოფოს ექიმი ალექსანდრ შულეპოვი გადმოვარდა იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან, სადაც ის კორონავირუსის მკურნალობას გადიოდა. შეულეპოვი თავის ქალის მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას Moscow Times-ი ავრცელებს.
შულეპოვის კოლეგები იუწყებიან, რომ ინცინდენტი 2 მაისს მოხდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს არის სულ მცირე მესამე ინცინდენტი, როდესაც რუსეთის საავადმყოფოს ფანჯრიდან, ბურუსით მოცულ გარემოებებში, ექიმი გადმოვარდა,
ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა წინა ორი ექიმი.
37 წლის შულეპოვმა და მისმა კოლეგამ 22 აპრილს ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ჩივიან, რომ ქალაქ ნოვაია უსმანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მუშაობას აიძულებს მათ, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულები არიან.
სამი დღის შემდეგ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში ალექსანდ შულეპოვმა უარყო პირველ ჩანაწერში გამოთქმული პრეტენზიები და ეს მის ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.
იუწყებიან, რომ პოლიცია იძებს მომხდარს.