კორონავირუსით გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი იონა კარპუხინი. იუწყება რუსეთის საპატრიარქო.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონია გახდა.
მიტროპოლიტი იონა 2013-2016 წლებში ასტრახანის მიტროპოლიას ედგა სათავეში. 2016 წლიდან მიტროპოლიტი, რუსეთის ეკლესიის სინოდის თანხმობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გავიდა.