ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:
► ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
► ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;
► ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
🔴 ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?
არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.
🔴 დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?
არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.
🔴 დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?
არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
🔴 ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?
დიახ.
🔴 ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?
დიახ.