ახლადაფუძნებული "ქართული პარტიის" აზრით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გარეშე საქართველო წარმატებული ვერ გახდება. ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ირაკლი ოქრუაშვილის, ლევან გაჩეჩილაძის, სოზარ დუბარის, კოკა გვენცაძის და ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკური გაერთიანების "ქართული პარტიის" პრენტაციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, ამას მოითხოვს საქართველოს მოსახლეობის ინტერესები და ამას მოგვიწოდებს მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოება. ამიტომ სუბარის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და ნორმალიზება მათი პოლიტიკუირ გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა სუბარი იქვე აღნიშნავს, რომ მათ ექნებათ კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მაგრამ მათი პარტიის უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია იქნება.