პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 13 წლის მოზარდი განიკურნა. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკას სულ 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
"კლინიკაში 88 პაციენტი გვყავს, აქედან 68-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. დღეს ეწერება 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია. გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 13 წლის ბავშვი, რომელიც 24 დღე იწვა კლინიკაში. ორჯერადად, პროტოკოლის მიხედვით, გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში მოზარდი დატოვებს კლინიკას", - თქვა რატიანმა.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული. 223 პაციენტი გამოჯამნრთელდა, 9 გარდაიცვალა.