5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიებს საშუალება ექნებათ მუშაონა განაახლონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ესეც ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობა დღეს არსებული ვითარება იძლევა.
"ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის",- განაცხადა გიორგი გახარიამ.