მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 3.5 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 507 424-ს შეადგენს. გარდაიცვალა 247 497 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 127 887 პაციენტი.
კოვიდინფიცირების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსით ინფიცირების 1 158 041 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 67 682 პაციენტი.
საქართველოში კოვიდინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 9 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი.